საქართველოში "ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი
საქართველოში "ფაიზერით“ აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

A+ A-

23:03 21/07/2021

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

ცვლილება „COVID19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს შეიტანა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოში „ფაიზერის“ შემთხვევაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში.

აცრების კურსი შედგება ორი ინექციისაგან და მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ.