ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი მოკვდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მეხის დაცემის შედეგად 530 ცხვარი მოკვდა

A+ A-

14:51 11/08/2021

9 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ცხვრის ფარას მეხი დაეცა და 530 ცხვარი მოკვდა. ინფორმაციას Jnews-ის ავრცელებს.

მწყემსის თქმით, მეხმა ორჯერ დაარტყა ფარას.  სულ საძოვარზე 1500 ცხვარი იყო და აქედან 530 მოკვდა. დახოცილი ცხვრის ნაწილი ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნოდა, ნაწილი კი – კახელ ფერმერებს.

დაზარალებულებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებით თხოვნით უკვე მიმართეს. მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს შეაფასებს. დღეისთვის ერთი სული ცხვარი დაახლოებით 350 ლარი ღირს.