ვლადიმერ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა
ვლადიმერ ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძე დააჯილდოვა

A+ A-

16:29 24/08/2021

უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი დააჯილდოვა.

დაჯილდოვებულთა შორის არის ლეგენდარული ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე, რომელსაც ზელენსკიმ იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენი გადასცა.

იაროსლავ ბრძენის მეხუთე ხარისხის ორდენი გადაეცა ასევე უკრაინის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელს 2016-2021 წლებში ანდრეი შევჩენკოს.