ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა
ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

A+ A-

12:02 06/09/2021

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მეზღვაური, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

პირველადი დასკვნით ქიმმზიდ ტანკერზე ქიმიურმა ნივთიერებამ გაჟონა, რის შედეგადაც ჯამში 3 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის, ერთი ქართველი.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ცხედრის გადმოსვენების პროცედურებში საქართველოს საელჩო მონაწილეობს.