მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო გარდაიცვალა

88 წლის ასაკში ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელომონდო გარდაიცვალა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
მსახიობის კინოკარიერა 50 წელს ითვლის. ის 80-ზე მეტ ფილმში მონაწილეობდა.
2011 წელს ბელმონდო კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტოთი დააჯილდოვეს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.