ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ
ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ

A+ A-

16:07 10/09/2021

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მკლავჭიდელს ლევან საგინაშვილს Netflix-ის ფილმში გადაიღებენ.

“ქართველმა ჰალკმა” პოდკასტში “მტკივნეული შოუ” განაცხადა, რომ ის Extraction 2-ში (დახსნა) ერთ-ერთ როლზე დაამტკიცეს.

გადაღებები სექტემბრის ბოლოს ავსტრალიაში იყო დაგეგმილი, მაგრამ კოვიდ 19-ის გამო ის ჩეხეთში გადაიტანეს.

„სექტემბრის ბოლოს უნდა წავსულიყავი ავსტრალიაში, გადაღებებზე და კორონას „დელტა“ შტამის გავრცელების გამო, გადაღებები პრაღაში გადავიდა. იმედი მაქვს, რომ ამ ფილმს რომ გადამიღებენ, ბევრი შემოთავაზება იქნება“, - აღნიშნა ლევან საგინაშვილმა.

ლევან საგინაშვილი ორი წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმშიც გადაიღეს.