ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

A+ A-

10:31 13/09/2021

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათგანი 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი ირკუტსკიდან კაზაჩინსკოეს დასახლებაში მიფრინავდა, თუმცა ავარიული დაშვება დანიშნულების ადგილამდე ოთხ კილომეტრში განახორციელა.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის ერთი წევრი, სამი კი მგზავრია.

ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები კომპენსაციას მიიღებენ.