"კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან"
"კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან"

A+ A-

00:02 15/09/2021

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სუს-ის ფაილების გასაჯაროებაში ოპოზიციას, კერძოდ ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მან განაცხადა, რომ "ასეთ სიბინძურეებთან" კომპრომისი არ იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა უბრალოდ გაჩუმება აღარ იქნება იმდენად გადალახა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა... კომპრომისი ვერ იქნება ასეთ სიბინძურეებთან. ის სტილი, რომლითაც დაიწყო საარჩევნო კამპანია, გრძელდება და ეს ალბათ, კიდევ უფრო გამძაფრდება მომდევნო დღეებში, მომდევნო კვირებში. ეს შეიძლება იყოს, ალბათ, მორიგი ჩანაწერების გამოქვეყნება, გაგრძელდეს გვამებით მანიპულირების პოლიტიკა, რათა მიღწეული იყოს მთავარი მიზანი ეს მიზანია ისევ და ისევ ე.წ. გვამების პოლიტიკა, რომელიც მათი ხელწერაა. ეს სიბინძურეები კიდევ მრავლად იქნება", - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, გამოძიებამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

"მორიდებით ვთქვი, რომ მე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, მე ველოდები გამოძიებას. მაგალითისთვის მე მაინტერესებს, როდესაც ჩვენ ვისმენთ ერთ-ერთი რიგითი ტელევიზიიდან, რომ თურმე ექვსი ათასი თუ შვიდი ათასი ფაილი არსებობსო, რომელიც ჩვენ ხელში ჩავიგდეთო, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილმა ადამიანმა გამოიტანა, რომელმაც თქვა ეს და ეს, მაგრამ ის ადამიანი ცოცხალი არაა და მის ხსოვნას პატივს მივაგებ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, რომლით მანიპულირებასაც ალბათ შეეცდებიან უბინძურესი მეთოდებით. დღეს საუბარია რაზე, რომ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს ამ ყველაფერზე. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს, ნებისმიერმა [უნდა აიღოს პასუხისმგებლობა] ვინც აღმოჩნდება, რომ თუ ეს უკანონოა და შემდეგ ეს მასალა ვიღაცას ჩაუგდო ხელში. სხვათა შორისო ტირაჟირება გახდა ხელწამოსაკრავი", - განაცხადა წულუკიანმა.