"ადამიანურად გული მწყდება, გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ"
"ადამიანურად გული მწყდება, გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ"

A+ A-

00:04 15/09/2021

ადამიანურად გული მწყდება, გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელში ვიდეოჩართვაში განაცხადა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ კახა კალაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს, რატომ არ ენდობა გიორგი გახარია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რის გამოც ის აპირებს ნარკოტესტის ევროპის ავტორიტეტულ საექსპერტო ბიუროში ჩატარებას, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის გულდასაწყვეტია გიორგი გახარიას განხადებების მოსმენა.

"არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის განცხადებები, რაც ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. არ მეგონა თუ ასეთი პანიკა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ადამიანურად გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.