"მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, სუსტად გრძნობს თავს, თვალშისაცემია სიფერმკრთალე"
"მიხეილ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, სუსტად გრძნობს თავს, თვალშისაცემია სიფერმკრთალე"

A+ A-

14:36 13/10/2021

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია.

უფლებადამცველების თქმით, მას უჭირს გადაადგილება და სუსტად გრძნობს თავს.

გარდა ამისა, მესამე პრეზიდენტი ითხოვს შეხვედრას პირად ექიმთან, რომელსაც ამ დრომდე არ აძლევს ადმინისტრაცია ციხეში შესვლის ნებართვას.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები, ვიზუალურად აღიქმება ის უარყოფითი შედეგები, არც შიმშილობამ უკვე გამოავლინა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, დღეს ეს არის საკმაოდ თვალშისაცემი სიფერმკრთალე, რაც აქამდე არ შეგვინიშნავს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმმა ისაუბრა მის დაავადებაზე. მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობახე და უპრიანი იქნება, რომ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა.

რეალურად, პროცედურულად არ არის გათვლისწინებული პერიოდულობა. და არ არის სტანდარტული სიტუაცია, როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვ და 10 დღეში უნდა გაგცენ პასუხი. პატიმარი შიმშილობს და ასეთ განცხადებებზე დაუყოვნებლივ უნდა ხდებოდეს რეაგირება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.