მაიკლ გალერი - პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ
მაიკლ გალერი - პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ

A+ A-

16:26 13/10/2021

არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ განაცხადა.

“ეს ძალიან შემაშფოთებელია. არა მარტო ჩვენს მეგობრებს და ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმაც გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია და მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს, ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოა. ეს აჩვენებს, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ შესაბამისი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, თუმცა, ალბათ, ის თავად იყო, ვინც მოსმენების ბრძანება გასცა”, — განაცხადა გალერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

მისი თქმით, თუ მოსმენების უკან არ დგას რომელიმე აქტიური პოლიტიკოსი, არამედ ბიძინა ივანიშვილი, ესეც აღმაშფოთებელია.

“შემიძლია ჩამოვთვალო ისინი, ვისზეც ეჭვია, თუმცა მე არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამ ადამიანმა პასუხი აგოს”, — აღნიშნა მაიკლ გალერმა.

ევროპარლამენტარები - მაიკლ გალერი, მირიამ ლექსმანი, მარინა კალიურანდი, კატალინ ჩეჰი, მარკეტა გრეგოროვა, ჯორდი სოლე და ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 30 სექტემბერს შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებოდა.