"თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, ახლა უნდა წამოწვნენ მხარ-თეძოზე და დიდხანს დაისვენონ"
"თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, ახლა უნდა წამოწვნენ მხარ-თეძოზე  და დიდხანს დაისვენონ"

A+ A-

17:26 24/11/2021

ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ, რომ გმირის გმირობა აზიანდებდეს რაიმე მოძრაობას? - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევით მოისმინა ტელევიზიით, ერთ-ერთი გამომსვლელის განცხადება, რომ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის გამო დაზარალდა და ამასთან დაიღალა.

"გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვით, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. წარმოგიდგენიათ, ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანდებდეს რაიმე მოძრაობას?! ასეთი რამე გაუგია ვინმეს? დაუყოვნებლივ აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ის ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, ახლა უნდა წამოწვნენ მხარ-თეძოზე  და დიდხანს დაისვენონ, ასეთი რამე არ გამიგია", - განაცხადა გიული ალასანიამ.