"ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე"
"ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე"

A+ A-

19:13 24/11/2021

დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე - ამის შესახებ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"გუშინწინდელთან შედარებით, კიდე 1 კილო აქვს დაკლებული, მაგრამ ეს როგორც ჩანს, ასე უნდა იყოს. მე არ ვიცი, ფერმკრთალია, სისუსტე აქვს, მაგრამ, მთავარია მისი ფსიქოლოგიური განწყობა. მძიმეა, ძალიან მძიმე იმიტომ, რომ მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. დათრგუნულია, ის ძველებური ადამიანი არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ჩემი სურვილია, რომ იყოს ადამიანი თავისუფალი და ჩვენ ყველა, საზოგადოებამ უნდა იმოძრაოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავიყვანოთ თავისუფლებაზე

გაოგნებული ვარ, გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ესეთი განცხადება, რომ თურმე ნუ იტყვი და ამისმა 50 დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრობა. ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრობას? ესეთი რამე გაუგია ვინმეს", - აცხადებს ალასანია.