"ვიყავით მიწვეულები, რომ დავკვირვებოდით მოსამართლეების გასაუბრების პროცესს, თუმცა უარი ვთქვით"
"ვიყავით მიწვეულები, რომ დავკვირვებოდით მოსამართლეების გასაუბრების პროცესს, თუმცა უარი ვთქვით"

A+ A-

13:01 25/11/2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ უზანაესი სასმართლოს მოსამართლეების მოსმენაზე მიწვეული იყვნენ, თუმცა არ დაესწრნენ, რადგან მიაჩნიათ,  რომ  პროცესი უნდა შეჩერდეს.

"ვიყავით მიწვეულები, რომ დღეს და ხვალ დავკვირვებოდით მოსამართლეების გასაუბრების პროცესს, თუმცა უარი ვთქვით, რიგი მარტივი მიზეზების გამო.  ეს არის იმ პროცესის ნაწილი, რომელზეც უკვე აპრილიდან ვლაპარაკობთ, ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, პროცესი ვენეციის კომისიის და ოდირის რჩევების სულისკვეთებით არ მიმდინარეობს.  ვფიქრობთ, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითი, რომელსაც განიხილავენ", - განაცხადა ჰარცელმა.