ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

A+ A-

14:47 25/11/2021

ბათუმში ოპოზიციის  აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები  აჭარის მთავრობის მეთაურის თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ბათუმის საკრებულოს დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე განხორციელებულ ზეწოლისა და მოსყიდვასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვენ.

აღნიშნულ  საქმეში, რიჟვაძის მამის სახელიც  ფიგურირებს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანია. ოპოზიცია მამა-შვილი რიჟვაძეების გადადგომას მოითხოვს და აცხადებენ, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის პირობებში ამ საქმეს არავინ გამოიძიებს.

აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული ისინი აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და შენობაში  შესვლის საშუალებას არ აძლევენ.