ლიზა იასკო - უსაფრთხოდ უნდა იყოს, თუმცა ვერ ვხედავ, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია
ლიზა იასკო - უსაფრთხოდ უნდა იყოს, თუმცა ვერ ვხედავ, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია

A+ A-

15:07 25/11/2021

მიხეილ სააკაშვილი  წასვლაზე არ ფიქრობს, ამბობს, რომ უნდა საქართველოში შეიცვალოს სიტუაცია, არ აქცევს ყურადღებას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კლინიკაში ციხის გარემოა შექმნილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.  

"თავს არც ისე კარგად გრძნობ, რბილად რომ ვთქვათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.  ვხედავ, რომ სტრესულ გარემოშია, გამუდმებით ციხეში ყოფნის შეგრძნებაა. დღეს მხარდაჭერის წერილი გადასცა ქალს, რომელიც კოვიდის გამო ცუდადაა, მაგრამ ეს წერილი ჩამოართვეს. რამდენჯერმე  შეგვაწყვეტინეს შეხვედრა, გვითხრეს, რომ გასვლის დროა.

არ მაქვს შეგრძნება, რომ რამდენიმე დღეში რაიმე გაუმჯობესდა. ჯერ არ ვიცით ზუსტი დიაგნოზი. უსაფრთხოდ უნდა იყოს, თუმცა ვერ ვხედავ, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია.

ბრძოლის შემდგომი ნაბიჯი რა იქნება, ამის შესახებ ფეისბუქით გააკეთებს განცხადებას, უნდა რომ მიეცეს სასამართლოზე გამოსვლის, ხალხის ნახვის, აზრის გამოხატვის საშუალება.

წასვლაზე არ ფიქრობს, ამბობს,  რომ უნდა საქართველოში შეიცვალოს სიტუაცია, არ აქცევს ყურადღებას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - განაცხადა  ლიზა იასკომ.

რადას დეპუტატი უკრაინაში დღეს გაემგზავრება.