"იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი“
"იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი“

A+ A-

20:56 09/12/2021

ჯანდაცვის მინისტრობიდან ეკა ტიკარაძის გადადგომას ნიკა გვარამია "ფეისბუქით" ეხმაურება.

"მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად.

ამის გამო არც მადლობას იმსახურებს და არც შექებას. მაგრამ ფაქტის აღიარებას, რომ სწორად მოიქცა - იმსახურებს.

ხოდა, ეგ რომ არ შეგვიძლია და ახლა დავღლიცინობთ უაზროდ, იმიტომაც არ არსებობს ამ ქვეყანაში გადადგომის ტრადიცია და იმიტომაც გონია ყველას მაღალი თანამდებობიდან წასვლა თუ გათავისუფლება, ქვეყნის დასასრული, სირცხვილი, სასჯელი, დაქცევა და უბედურება.

იღლიცინეთ ახლა და ამით მისი გადადგომის მიზეზის - იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი.

где логика? где разум?", - წერს ნიკა გვარამია