მამუკა ხაზარაძე - ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ
მამუკა ხაზარაძე - ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ

A+ A-

16:32 15/12/2021

"ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ხვალ ჩანიშნულ ბოლო სასამართლო სხდომის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ხვალ 3-წლიანი პოლიტიკური სასამართლო დევნის ბოლო სხდომაა!

1. ფულის გათეთრება არ ყოფილა;

2. ფულის მითვისება არ ყოფილა;

3. საქმეს არ ყავს დაზარალებული და მომჩივანი;

4. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული (იხ. საერთაშორისო დასკვნები)

5. პროკურატურის ბრალდების შემდეგ, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა სპეციალური გამოძიების ჩაატარების შედეგად 2019 წლის 24 ივნისს 98% ხმათა რაოდენობით მე და ბადრი თავიდან აგვირჩიეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარედ და მოადგილედ;

6. დღესაც ვამაყობთ, რაც 2008 წელს გავაკეთეთ;

7. გადავარჩინეთ საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემა ჩამოშლას ჩვენი პირადი ინტერესის ხარჯზე, გადავარჩინეთ მეანაბრეები თანხის დაკარგვას, ათასობით "თიბისელი" სამსახურიდან განთავისუფლებას;

8. ახლაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდით;

9. ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.