2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ
2021 წლის საუკეთესო სპორტსმენებად ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დასახელდნენ

A+ A-

18:15 24/12/2021

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა.

"2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის“ ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.

დანარჩენი ნომინაციები შემდეგნაირად განაწილდა:

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ქალებში“ - მარიამ ქერდიკაშვილი, კანოე.

"საუკეთესო სპორტსმენი ზამთრის სახეობებში“ - მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

"2021 წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი ვაჟებში“- მოჭიდავე ლერი აბულაძე.

"2021 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი“ - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი.

"ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი“ - ლალი დოლიძე, მხატვრული ტანვარჯიში.

"საუკეთესი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში“ - წყალბურთელი გიორგი მაგრაქველიძე.

"ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროფესიონალური გაშუქებისთვის“ - ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.

"2021 წლის საუკეთესო საუკეთესო მწვრთნელი“ - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.