დიეგო მარადონას უმცროსი ძმა გულის შეტევით გარდაიცვალა
დიეგო მარადონას უმცროსი ძმა გულის შეტევით გარდაიცვალა

A+ A-

17:17 29/12/2021

ლეგენდარული დიეგო მარადონას უმცროსი ძმა და ყოფილი ფეხბურთელი უგო მარადონა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტალიურმა კლუბმა „ასკოლიმ“ გამოაცხადა, რომ უგო ნეაპოლთან ახლოს, მონტე დი პროიდაში მდებარე საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

უმცროსი მარადონა 1987 წელს დიეგო მარადონას მოთხოვნით მიიწვიეს „ნაპოლიში“ და იჯარით „ასკოლიში“ გაუშვეს. მან ასევე ითამაშა „რაიო ვალეკანოში“, ვენის „რაპიდში“ და სხვა კლუბებში.

უგო მარადონა თავისი უფროსი ძმის გარდაცვალებიდან 13 თვის თავზე გარდაიცვალა. 60 წლის დიეგო მარადონამ 2020 წლის ნოემბერში თავის ტვინზე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ორ კვირაში გარდაიცვალა.