რუსთავში, ქარხანაში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, ქარხანაში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

A+ A-

12:52 03/01/2022

რუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში შუახნის მამაკაცი დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით,  მამაკაცს ფეხი დაუცურდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა.

სამაშველო სამსახურის მაშველებმა მამაკაცი რეზერვუარიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.