"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?"
"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?"

A+ A-

22:22 04/01/2022

ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? - ამის შესახებ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია "საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამას წერს, რა მიზნითაც ხვალ დეპუტატ რომან გოცირიძეს შეხვდება. 

"ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?და აღარ დაიწყოთ, "ხალხი ქუჩაში არ გამოდისო". რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.

არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია?

პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული", -წერს პატარაია სოციალურ ქსელში.