რუსთავში, ფეხსაცმელების საწყობში ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 10 000 ლარამდეა
რუსთავში, ფეხსაცმელების საწყობში ხანძრის შედეგად ზარალი დაახლოებით 10 000 ლარამდეა

A+ A-

15:01 06/01/2022

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხსაცმელების საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, შენობაში არსებული პროდუქციის თითქმის  ნახევარი დაიწვა.  

მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10 000 ლარამდეა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.