ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა
ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა

A+ A-

19:01 06/01/2022

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე პროცესების ფონზე 1.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. მისი ქონება დაახლოებით 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ავრცელებს.

ამ დროისათვის ქართველი ბიზნესმენის ქონება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და Forbes-ის რეიტინგში 956-ე ადგილს იკავებს.

ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi-ს ერთ-ერთი მფლობელია. აღნიშნული კომპანია უდიდესი საფინანსო სერვისების მიმწოდებელია ყაზახეთში, რომელსაც 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ლონდონის ბირჟაზე უმსხვილესი ყაზახური კომპანიების აქციები, მათ შორის Kaspi.kz-ის, მკვეთრად დაეცა. კომპანიამ ერთ სავაჭრო დღეში, 2022 წლის 5 იანვარს 30%-ზე მეტით იზარალა.

ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში  რამდენიმე დღეა, აღარ იძბნება.