UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა
UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

A+ A-

12:24 07/01/2022

UNESCO-მ "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ლაშქარავა მოკლულია 5 ივლისს საქართველოში.

ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლექსო ლაშქარავა დედამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა.