"ჩვენ გვინდა, გავიგოთ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები”
"ჩვენ გვინდა, გავიგოთ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები”

A+ A-

23:07 10/01/2022

ჩვენ გვინდა, მადრიდის სამიტზე გავიგოთ, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

რიაბკოვის განცხადებით, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამერიკული მხარე ძალიან სერიოზულად მიუდგა რუსეთის შეთავაზებებს.  

"ჩვენ გვინდა გავიგოთ მადრიდის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ რუსეთისთვის აუცილებელია, უკრაინა არასდროს გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა, თუ 2022 წელს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე 2008 წელს ბუქარესტის სამიტის ფორმულა, სადაც წერია, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, შეიცვლება და ჩაიწერება ეს სიტყვები – უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატო-ს წევრები. ეს იქნებოდა მისასალმებელი ცვლილება ნატო-ს პოზიციაში. ჩვენ დავიღალეთ ტყუილუბრალო საუბრით და ნახევრად დაპირებებით თუ ცრუ ინტერპერეტაციებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა სხვადასხვა მოლაპარაკებებზე დახურულ კარს მიღმა. ჩვენ არ ვენდობით მეორე მხარეს. ჩვენ გვესაჭიროება მტკიცე და ლეგალური გარანტიები და არა დაპირებები. ეს არის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი“, – განაცხადა რიაბკოვმა.