"ფასი - ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი"
"ფასი - ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი"

A+ A-

23:29 11/01/2022

ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.

"ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.

გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი - 1,5 მილიარდი დოლარი.

გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.

ფასი - ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი. ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…“, - წერს ხუხაშვილი.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილება 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოცხადდება.