მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდე მათ, ყველაფერს რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ
მიხეილ სააკაშვილი - მოვუწოდე მათ, ყველაფერს რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ

A+ A-

14:00 13/01/2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე  საზღვრის კვეთის საქმის გამო დაკავებულ ადამიანებს ბოდიში მოუხადა.

მისი თქმით, მან თავად მოუწოდა მათ,  ყველაფერი ეღიარებინათ.

“დიდი მადლობა იმისათვის,  რომ არიან წესიერი მშრომელი, ქართველი ადამინები. მე ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემს გამო რამდენიმე თვე, ეს ძალიან  წესიერი ხალხი, რომელიც თავის შრომით ყოველდღიურ პურს მოიპოვებს დააკარგვინეს ეს დრო.  მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ. იმიტომ რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე მინდა კიდევ ერთელ ბოდიში მოვუხადო ამ ადამიანებს", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს პირადად არ იცნობდა.

"მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს, არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე, წოწორიები გავიგე ტელევიზიიდან", - განაცხადა სააკაშვილმა.

საზღვრის კვეთის საქმეზე   მიხეილ სააკაშვილის გარდა  ბრალი 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ წოწორიას, შალვა წოწორიასა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული.