"7 000 ლარი დაინიშნეს ხელფასი, ამ ხალხისთვის მე ვარ მათი ხელფასისთვის მომეტებული საფრთხის წყარო"
"7 000 ლარი დაინიშნეს ხელფასი, ამ ხალხისთვის მე ვარ მათი ხელფასისთვის მომეტებული საფრთხის წყარო"

A+ A-

14:12 13/01/2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩინოვნიკების მიერ ხელფასის გაზრდაზე ისაუბრა.

"ჩინოვნიკებისთვის ხელფასი გაიზარდა და მაგალითად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს 7000 ლარი აქვს ხელფასი.

იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი, სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად.

7 ათასი ლარი დაინიშნეს ხელფასი, ქუთაისის მერმაც დაახლოებით იგივე დაინიშნა. ამ ხალხისთვის მე ვარ მათი ხელფასისთვის მომეტებული საფრთხის წყარო“,- განაცხადა სააკაშვილმა.