საქართველოში ახალი წელი ძველი კალენდრითაც დადგა
საქართველოში ახალი წელი ძველი კალენდრითაც დადგა

A+ A-

00:03 14/01/2022

საქართველოსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში ახალი წელი ძველი კალენდრითაც დადგა.

ძველით ახალ წელს მსოფლიოს 10 ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორისაა უკრაინა, ბელარუსია, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, შვეიცარია, საბერძნეთი და სხვ. 14 იანვარს ახალ წელს კიდევ ერთხელ აშშ-ის მოსახლეობის ნაწილიც ეგებება.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.

საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია: ტრადიციის თანახმად, მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.