"ავერსი“ სოციალურად დაუცველ პენსიონერს თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში ყოველ დღე ფასდაკლებით მოემსახურება და საჩუქრად 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადასცემს
"ავერსი“ სოციალურად დაუცველ პენსიონერს თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში ყოველ დღე ფასდაკლებით მოემსახურება და საჩუქრად 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს გადასცემს

A+ A-

12:38 14/01/2022

თბილისის მერიის ახალი პროექტის ფარგლებში, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველ პირებს გადაეცემათ 500-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებასაც მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ ნებისმიერ „ავერსის“ აფთიაქში ლიმიტის ამოწურვამდე.

ვაუჩერით სარგებლობისთვის აუცილებელია ბენეფიციარს ჰქონდეს ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების ჩამონათვალი.

"ავერსი“ 500-ლარიანი ვაუჩერის პროგრამის ფარგლებში არსებულ მომხმარებლებს ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახურება ფასდაკლების დღეების ფასებით.

სოციალურად დაუცველ პენსიონერს 500 ლარის განაღდების შემთხვევაში ავერსი საჩუქრად გადასცემს 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, რომლითაც შეძლებენ მათთვის საურველი ნებისმიერი პროდუქტის შეძენას, რომელიც „ავერსის“ აფთიაქშია წარმოდგენილი.