ლექსო რაფავას მომდევნო სასამართლო პროცესი 18 იანვარს გაიმართება
ლექსო რაფავას მომდევნო სასამართლო პროცესი 18 იანვარს გაიმართება

A+ A-

16:40 14/01/2022

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას მომდევნო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 18 იანვარს გაიმართება.

ლექსო რაფავა სასამართლო პროცესზე დღეს პირველად მიიყვანეს, სადაც მან დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, 21 ოქტომბრის ღამეს, როცა სახლში ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა, სპეცრაზმელებმა მათივე მიტანილი ხელყუმბარა კარადაში მოათავსეს, იარაღი საწოლის ქვეშ დადეს და გააფორმეს ისე, თითქოს ეს ნივთები რაფავას ეკუთვნოდა.

"არანაირი მოტივი არ იყო ჩემი აღკვეთის ღონისძიების, სამარცხვინო ფაქტი იყო, თითქოს და მე, ჩემი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოიღეს რამე, გადაჭრილი ხელთათმანები და ჩემ კრიმინალურ იმიჯს „აპრავებდა“ სასამართლო პროცესს, რომ დაერწმუნებინა სასამართლო, თითქოს ჯგუფის წევრები მყავდა, შეცდომაში შეჰყავდა სასამართლო. ასეთი მართლმსაჯულება მე არ გამიგია", - განაცხადა ლექსო რაფავამ.

პროცესის პარალელურად  ქუთაისისსაქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.