"თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში"
"თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში"

A+ A-

17:25 14/01/2022

ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოში ფრაზის - "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოყენებას ეხმაურება.

"ბაგრატიონ-მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის "ჩაკრულოს" ტექსტი "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში.

1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში", - აღნიშნულია განცხადებაში.