"ასეთ შემთხვევაში, სტატისტიკის დეპარტამენტი უშვებს ერთკვირიან ინტერვალს"
"ასეთ შემთხვევაში, სტატისტიკის დეპარტამენტი უშვებს ერთკვირიან ინტერვალს"

A+ A-

18:36 14/01/2022

ერთადერთი საუბარი და კომუნიკაცია, რომელიც მე კლინიკებთან მქონდა, იყო, რომ ნუ დააგვიანებენ  მონაცემებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომ უწყება კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობას აყალბებს.

მისივე თქმით, გავრცელებულ ინფორმაცია დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობაა. მინისტრის  განმარტებით, ციფრებში ცდომილება თუ ხდება,  ეს კლინიკიდან ინფორმაციის დაგვიანების გამოა, თუმცა კვირის განმავლობაში ინფორმაცია სტატისტიკის სამსახურთან ჯერდება.

"ნამდვილად არ მახსოვს ეს თარიღები ზუსტად და ვერ გეტყვით რასთან გვაქვს საქმე,  ერთადერთი საუბარი და კომუნიკაცია, რომელიც მე კლინიკებთან მქონდა, იყო, რომ ნუ დააგვიანებენ და ნუ გადააცდენენ იმ ერთ საათს და ჩვენ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია იმ დღეს გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით.

ასეთ შემთხვევაში, სტატისტიკის დეპარტამენტი უშვებს ერთკვირიან ინტერვალს, რომ გასწორდეს ანგარიშგების პროცესები. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს ოპერატიულ  მონაცემს ვადარებთ სტატისტიკის ინფორმაციას, ამდენად ეს არის მიმდინარე პროცესი, ეს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა,  როგორც ამ უწყების, ასევე მისი თანამშრომლების", - განაცხადა გაბუნიამ.