ბრიუს უილისი აფაზიის დიაგნოზის გამო კინოდან მიდის
ბრიუს უილისი აფაზიის დიაგნოზის გამო კინოდან მიდის

A+ A-

23:12 30/03/2022

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ბრიუს უილისი კინოდან მიდის. ამის შესახებ Variety მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობის ოჯახის წევრების თქმით, 67 წლის მსახიობს აფაზია დაუდგინდა - მეტყველების დარღვევა, რომელსაც ტვინის დაზიანება იწვევს.

"ბრიუსი ტოვებს კარიერას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. ეს ძალიან რთული დროა ჩვენი ოჯახისთვის და ჩვენ ვაფასებთ თქვენს სიყვარულს, თანაგრძნობას და მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიუს უილისის კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. მან არაერთ პოპულარულ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა: „კერკეტი კაკალი“, „არმაგედონი“, „მეხუთე ელემენტი“ და მრავალი სხვა.