"უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ გამოსვლა "აზოვსტალიდან" თუ იარაღს დაყრიან"
"უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ გამოსვლა "აზოვსტალიდან" თუ იარაღს დაყრიან"

A+ A-

21:40 13/05/2022

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, გამოვიდნენ „აზოვსტალის“ ქარხნიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიან.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.

"რაც შეეხება სამხედროებს, მათაც შეუძლიათ გამოსვლა იარაღის დაყრის შემთხვევაში. მათ შესაბამისად მოეპყრობიან. ყველა დაჭრილს გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. პრეზიდენტის ეს სიტყვები უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებაა, სწორედ აქედან გამოვდივართ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.