"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და  საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს

A+ A-

15:32 14/05/2022

" ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას დასამტკიცებლად წარედგინა  ორგანიზაციის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
 
1.     ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
 
2.     თეა წულუკიანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
 
3.     მაკა ბოჭორიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
 
4.     მარიამ ქვრივიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
 
5.     თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
 
6.     მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
 
7.     ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
 
8.     რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის თბილისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
9.     ირმა ზავრადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის დიდუბის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
10. ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
 
11. თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
 
12. ხატია წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
 
13. მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
 
14. მაია მენაღარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
 
15. ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
 
16. ნინო იობაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

17. ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი;
 
18. ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი, ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
19. თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის კახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
20. მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ქალთა ორგანიზაციის მცხეთა-მთიანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
21. თამარ მურალოვა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
22. ინა კაპანაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
23. თინათინ ზოიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა ორგანიზაციის აჭარის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
24. ნათია გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის გურიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
25. ნანა ხუფაცარია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
26. მარეხ ნიჟარაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის იმერეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
27. ქრისტინა კობახიძე, ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
 
28. ანივარდ მოსოანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი;
 
29. ნიგარ ორუჯოვა, წარმომადგენელი აზერბაიჯანული თემიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
 
30. ნაირა მარშანია, წარმომადგენელი აფხაზეთიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
 
31. მაია ცოტნიაშვილი, წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში.