ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა
ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა

A+ A-

17:33 12/06/2022

ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.

დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს, მათ შორის რკინის საგნის დაცემის შედეგად მძიმე დაზიანება აქვს თავის არეში.

დაშავებულის ჯანმრთელობა მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთვის აპარატზეა მიერთებული.

მშენებლობას კომპანია DS Group ახორციელებს.