საქართველოს და ბულგარეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა 0:0 დასრულდა
საქართველოს და ბულგარეთის ეროვნული გუნდების შეხვედრა 0:0 დასრულდა

A+ A-

22:00 12/06/2022

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის გუნდთან ფრედ ითამაშა.

შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე“ გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა.

4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია. გუნდმა ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო და 10 ქულა დააგროვა.