კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა
კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

A+ A-

02:25 14/06/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.