"არასდროს ამ არარაობისგან კარგს არაფერს ელოდოთ, ნუ ელოდებით მისგან სასწაულს, ერთი რიგითი ნაძირალაა"
"არასდროს ამ არარაობისგან კარგს არაფერს ელოდოთ, ნუ ელოდებით მისგან სასწაულს, ერთი რიგითი ნაძირალაა"

A+ A-

23:39 14/06/2022

ბაჩანა შენგელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვისაც ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლამ იმედი გაგიცრუვათ, გირჩევთ არასდროს ამ არარაობისგან კარგს არაფერს ელოდოთ, რადგან: 1.  მის გაპრეზიდენტებას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ამ ფაქტს ის არასდროს შეუწუხებია, მეტიც, არც არასდროს უხსენებია;  2.  მის საარჩევნო ბანერზე ბიძინა და გახარია იყო გამოსახული, ამ ფაქტს მისთვის დისკომფორტი არ შეუქმნია; 3. შეიწყალა პოლიციელის მკვლელი, ნარკო-რეალიზატორი, პედოფილი და ძებნილი (ამ უკანასკნელზე ვეჭვობ პრეცედენტი არ ექნება მსოფლიოში)...

უსასრულოდ შეიძლება ამ სიის გაგრძელება, მაგრამ უბრალოდ იცოდეთ, რომ მე-3 პუნქტის გამო ,,ოცნებას" ნებისმიერ დროს შეუძლია იმპიჩმენტი მოუწყოს და ციხეშიც ჩასვას, ამიტომ ნუ ელოდებით მისგან სასწაულს, ერთი რიგითი ნაძირალაა.

როგორც ჩანს, 20 ივნისის აქციის ყველაზე მეტად ეშინიათ, რაც ძალიან მკაფიოდ დადასტურდა ამ დღეებში. ამის განეიტრალების მცდელობაა 16 ივნისის აქციის ანონსი. ამიტომ, ახლა არ არის ქიშპობის დრო, ყველანი უნდა მივიდეთ 20-ში და ძალიან მკაფიოდ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ევროპული ოჯახი ქართველი ხალხის არჩევანია,  უბრალოდ ავდგეთ და ყველანი მივიდეთ. ძალიან მკაფიოდ მიჯნავს ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, ეს განსხვავება ჩვენი ერთად დგომით უფრო აშკარა უნდა გავხადოთ. 20 ივნისს 20:00 საათზე", - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.