უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება
უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება

A+ A-

14:09 17/06/2022

უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ექნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინამ ევროკავშირისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა და ამისთვის რეფორმა გაატარა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ მიიღო კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.

"უკრაინამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% შეასრულა, ბევრი იქნა მიღწეული და ბევრია გასაკეთებელი", - აღნიშნა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსს მოლდოვაც მიიღებს.