"ხვდებით მაინც რა მოხდა? - წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო!"
"ხვდებით მაინც რა მოხდა? - წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო!"

A+ A-

17:30 17/06/2022

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილი პაატა შევარდნაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევრომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ღმერთო, ეს რა ქენით? როგორ მოახერხეთ? 30 წელი, აგურ-აგურ, ევროპულ საქართველოს ვაშენებდით (გვინდოდა, ყოველ შემთხვევაში). არც წინაპრები და მითუმეტეს ახალი, მომავალი თაობა ამას არასოდროდ გაპატიებენ!!! ხვდებით მაინც რა მოხდა? მიუხვედლებისთვის: წავედით მოუსავლეთში! ბრავო მეგობრებო! იმ საქართველოს გაუმარჯოს, სადღეგრძელოში რომ იტყვიან: ვიყოთ, პაწა, ერხანს! ფუი", - წერს შევარდანაძე.

ევროკომისიამ  უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭების  რეკომენდაცია გასცა,  საქართველოს კი პირობების შესრულება განუსაზღვრა.