"დღეს, მხოლოდ პერსპექტივის მიღება, ხელიდან გაშვებული შანსია"
"დღეს, მხოლოდ პერსპექტივის მიღება, ხელიდან გაშვებული შანსია"

A+ A-

21:52 17/06/2022

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"ძალიან დამთრგუნველია დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა იმ საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც მრავალი წელია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. წლის დასაწყისში ვერავინ იოცნებებდა ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე, თუმცა დღეს, მხოლოდ პერსპექტივის მიღება, ხელიდან გაშვებული შანსია.

ძალიან დიდი სურვილი მქონდა მენახა გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრი ევროპული მომავლის გარშემო, თუმცა სამწუხაროდ, ეს გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.

სრული ძალაუფლების დაკარგვას თუ მოპოვებას ეწირება მრავალი წლის ნაშრომი და ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული გზით ძალაუფლების გადანაწილებაშია, რაც გულისხმობს საქართველოს ყველა მოქალაქის ნების შესაბამის პოლიტიკურ წონასწორობას. ამ შემთხვევაში, ყველა მოგებული დარჩება და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს", - წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

პაპუნა ჯანელიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2015-2018 წლებში ეკავა.