"ვერავის, ვერასდროს ვერ ვაპატიებ დღეს რაც მოხდა იმას"
"ვერავის, ვერასდროს ვერ ვაპატიებ დღეს რაც მოხდა იმას"

A+ A-

23:34 17/06/2022

ადვოკატი ზვიად კორძაძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩემი თაობის ახალგაზრდობა დროზე ადრე დამთავრდა, როცა რუსთაველზე ტყვია გავარდა.  მინიმუმ ათი წლით დაკარგა ქვეყანამ მაშინ არსებული პერსპექტივა და თავისუფლების მოპოვებით მიღებული აღმაფრენა.

იმ მოვლენების შემოქმედნი: თენგიზ სიგუა სამებიდან გაასვენეს, ჯაბა იოსელიანი პანთეონშია დაკრძალული, კიტოვანი კიდევ არხეინად დადის თბილისის ქუჩებში.

ჩემთვის 90-იანების დასაწყისში გავარდნილი ტყვიის დონის დანაშაულია იმ შანსის ვერგამოყენება, რომელიც 30 წლის შემდეგ ქვეყანას ქონდა.

რამდენიმე საათი გავიდა და ვერ გადავხარშე. წარმოუდგენელი ბრაზი და იმედგაცრუება მღრღნის და მანგრევს.

ერთი რამე დანამდვილებით ვიცი, ვერავის, ვერასდროს ვერ ვაპატიებ დღეს რაც მოხდა იმას. ვერც საკუთარი და ვერ ჩემი შვილის პერსპექტივიდან.

ჯაბა რომ პანთეონში წევს, სიგუას რომ სამებიდან გამოასვენებ და კიტოვანს რომ ქუჩაში გამოსვლის არ რცხვენია, მაგიტომ არის რომ რაც არ უნდა აკადრონ, ყველაფერს შეიშრობს და შეირგებს ეს საზოგადოება.

ფარდა არა ჭერი ახადეთ ჭერი, ჯობია", - წერს კორძაძე.