ბათუმში ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა, ერთი მათგანი გარდაიცვალა

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა, მეორე კი მასზე პატარა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.