ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა

A+ A-

11:03 22/06/2022

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. უკვე ცნობილია 250 დაღუპულის შესახებ, დაშავებულია 150-ზე მეტი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება.

მიწისქვეშა ბიძგები ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე იგრძნობოდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს დაშავებული ხალხი და დანგრეული სახლებით პაქტიკას პროვინციაში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიით.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, როცა ბევრ ადამიანს ეძინა.