რუსეთმა უკრაინაში დღემდე 34 230 სამხედრო, 1 496 ტანკი და 3 614 ჯავშანტექნიკა დაკარგა
რუსეთმა უკრაინაში დღემდე 34 230 სამხედრო, 1 496 ტანკი და 3 614 ჯავშანტექნიკა დაკარგა

A+ A-

11:23 22/06/2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.                     
 
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 34 230 (+130) ჯარისკაცი დაკარგა.                                       
 
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 22.06-მდე:  ტანკები - 1 496 (+0), ჯავშანტექნიკა - 3 614 (+8), საარტილერიო სისტემები - 752 (+0), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 239 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები - 99 (+1), თვითმფრინავი - 216 (+0), ვერტმფრენები - 182 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 543 (+6), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი - 14 (+0),  ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 614 (+3), სპეციალური ტექნიკა - 60 (+1), საკრუიზო რაკეტები - 137 (+0).    
 
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.