ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა
ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

A+ A-

11:49 23/06/2022

"თალიბანი" საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვს. ავღანეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, 1 500-ზე მეტი დაშავდა.  

უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და რესურსების ნაკლებობა აფერხებს.

ავღანეთი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისშია, "თალიბანის" მაღალჩინოსნის თქმით, მთავრობა ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება გაუწიოს.

მიწისძვრა ავღანეთში 22 ივნისს, გამთენიისას მოხდა.

ყველაზე მეტად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პაქტიკას პროვინცია დაზარალდა.