ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და ლიბერთის ერთობლივი პროგრამა
ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა და ლიბერთის ერთობლივი პროგრამა

A+ A-

15:31 23/06/2022

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და სს ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას სპეციალური ფასები გავრცელდება კარდიოქირურგიულ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. ასევე, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები. კერძოდ, მომხმარებელი თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს დაფარავს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%-იან შეღავათს მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).  

ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით - „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს, მოქალაქეებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები.

აღნიშნული პროგრამა კი სოციალური ბარათის მფლობელებს სასურველ სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაუზრდის.